ბევრი მძღოლისთვის ტექინსპექტირება კვლავ ხანგრძლივ რიგებთან ასოცირდება. სეზონურად სერვისცენტრებში დატვირთვა მართლაც იმატებს, რადგან ავტომფლობელების დიდი ნაწილი პროცედურის გავლას ვადის ბოლო დღეებში ცდილობს. თუმცა "გრინვეის" სერვისცენტრებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის შესაძლებლობა ამ პრობლემას ეფექტურად აგვარებს.
ტექდათვალიერების დაჯავშნამდე კი, პირველ რიგში, ზუსტი ვადის ცოდნაა
აუცილებელი, რათა პროცესი დროულად და მშვიდად დაგეგმოთ. greenway.ge-ს მთავარ გვერდზე, ველში "გადაამოწმე ინსპექტირების თარიღი", მხოლოდ სახელმწიფო ნომრის მითითებაა საჭირო და სისტემა ინსპექტირების თარიღს მომენტალურად გიჩვენებთ.
თუ ტექინსპექტირების თარიღი უკვე იცით, ვებგვერდზე ვიზიტის წინასწარ დაგეგმვას შეძლებთ. პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ირჩევთ რეგიონს, სერვისცენტრსა და თქვენთვის ხელსაყრელ დროს. სისტემაში ხედავთ თავისუფალ საათებს და თქვენთვის სასურველ დროს ირჩევთ. დადასტურების შესახებ კი SMS შეტყობინებას მითითებულ ნომერზე მიიღებთ. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების რედაქტირება ან გაუქმებაც იმავე ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
გაითვალისწინეთ, რომ წინასწარი ჩაწერა სავალდებულო არ არის და "გრინვეის" ფილიალებში მისვლა ჯავშნის გარეშეც შეგიძლიათ. თუმცა ამ სერვისის გამოყენებით კონკრეტულ დროს მიხვალთ და ზედმეტ ლოდინს თავიდან აირიდებთ.
დაჯავშნის პროცესში ვებ-გვერდზევე შეძლებთ საფასურის ონლაინ გადახდას საბანკო ბარათით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით. წინასწარი ანგარიშსწორება დროს დაგიზოგავთ: სერვისცენტრში მისვლისას მხოლოდ ტექპასპორტს წარადგენთ და ავტომობილის ინსპექტირება დაუყოვნებლივ დაიწყება.
ინსპექტირების ვადის გადაცილება ხშირად უბრალოდ დავიწყების შედეგია. greenway.ge-ზე SMS შემახსენებელი შეგიძლიათ გააქტიუროთ, რომელიც დაგეხმარებათ, პროცედურის თარიღი მუდმივად აკონტროლოთ. სერვისი მოახლოებულ ვადებს თქვენ მიერ შერჩეული პერიოდულობით შეგატყობინებთ.
შეგიძლიათ აირჩიოთ გაფრთხილება 14 და 1 დღით ან 30 და 3 დღით ადრე. გასააქტიურებლად Greenway.ge-ს მთავარ გვერდზე მხოლოდ ავტომობილის ნომრისა და ტელეფონის მითითებაა საჭირო.
რიგების შემცირებას სერვისცენტრების სიმრავლეც უწყობს ხელს. "გრინვეი" მთელი საქართველოს მასშტაბით 32 ტექდათვალიერების ცენტრს ფლობს, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ფოთში, ბორჯომში, ქარელში, კასპსა და სხვა ქალაქებში. ზოგიერთი ცენტრი მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს ემსახურება, ნაწილი კი სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტსაც იღებს. ლოკაციების სიმრავლის გამო დატვირთვა თანაბრად ნაწილდება, რაც თქვენთვის ხელსაყრელი და ნაკლებად დატვირთული ცენტრის შერჩევას გაგიადვილებთ.
ამრიგად, ტექინსპექტირებისთვის რიგში დგომა აღარ არის აუცილებელი. greenway.ge-ზე თარიღის შემოწმება, ვიზიტის დაჯავშნა, ონლაინ გადახდა თუ SMS შემახსენებელი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ და გააქტიუროთ. ეს ფუნქციები ვიზიტის დაგეგმვაში დაგეხმარებათ და მოცდის დროს
საგრძნობლად შეამცირებს. აღარ გადადოთ ტექინსპექტირება რიგების გამო – ისარგებლეთ "გრინვეის" სერვისებით და შეამოწმეთ ავტომობილი ზედმეტი დაყოვნების გარეშე, 15-20 წუთში.





