ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლ ჯარისკაცებს უკრაინის ტყვეობაში ჩავარდნის ასაცილებლად თავის მოკვლა ევალებათ.
"გმირები, რომლებმაც უყოყმანოდ აირჩიეს თვითაფეთქება, თვითმკვლელური შეტევა, უდიდესი ღირსების დასაცავად," - ასე მოიხსენია კიმ ჩენ ინმა ჯარისკაცები, რომლებმაც ბრძოლის ველზე თავი მოიკლეს, ღონისძიებაზე, რომელიც ფხენიანში უკრაინაში დაღუპული სამხედროების მემორიალის გახსნას ეძღვნებოდა.
"მათ არავითარი ანაზღაურება არ მოუთხოვიათ, თუმცა განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს. მათ გმირული სიკვდილი მოიმკეს," - განაცხადა მან.
კიმმა 2024 წელს ხელი მოაწერა სამხედრო პაქტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ორმხრივი თავდაცვის დებულებასაც მოიცავდა. სამხრეთ კორეისა და დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოების შეფასებით, პხენიანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მინიმუმ 10 000 ჯარისკაცი და ათიათასობით კონტეინერი იარაღი გაუგზავნა. ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ მძიმე დანაკარგები განიცადა და ბრძოლის ველზე ათასობით ჯარისკაცი დაიღუპა





