უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩია. მისი კანდიდატურა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 23 აპრილს წარადგინა.
პატარაძე აღნიშნულ თანამდებობას 2016-2018 წლებშიც იკავებდა. ახლა მან სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც თავჯდომარის პოსტზე ერთი წლის განმავლობაში იყო და საკადრო ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება.





