შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში, ბათუმში ძალადობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.
”გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ დ. გ.-ს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.
პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები”. - წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





