რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სირსკი: მარტში 70-ზე მეტ რუსულ სამრეწველო ობიექტს დავარტყით

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ოლექსანდრ სირსკი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა შორ მანძილზე მოქმედი იარაღით მარტში 76 რუსულ სამრეწველო ობიექტს დაარტყეს.

"მტრის წინსვლის შესაძლებლობების შემცირების მიზნით, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ინტენსივობის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო, თავდაცვის ინდუსტრიის და სხვა ობიექტებზე, რომლებიც ოკუპანტის საქმიანობას უზრუნველყოფს" - დაწერა სირსკიმ.

სირსკის თქმით, 76 სამიზნიდან 15 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

სირსკი აცხადებს, რომ რუსეთის ძალები, გაზაფხულის პირობების მოსვლასთან ერთად, 1 200 კილომეტრიან ფრონტზე უკრაინულ პოზიციებს უწყვეტად უტევენ.

"ჩვენ რუსეთის რაოდენობას ვუპირისპირებთ უკრაინულ ხარისხს სამხედრო ოპერაციების წარმოებაში, ვაიძულებთ მოწინააღმდეგეს ითამაშოს ჩვენი წესებით და ვაყოვნებთ მისი მიზნების შესრულების ვადებს" - დაამატა სირსკიმ.

კომენტარები