აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უნგრეთში ვიქტორ ორბანის მარცხი არ ადარდებს და მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვებული მეტერ მადიარი "კარგ საქმეს გააკეთებს".
"ჩემი აზრით, ახალი კარგ საქმეს გააკეთებს – ის კარგი ადამიანია." - თქვა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხალხის მხარდაჭერის მხრივ ორბანი "მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა" ოპოზიციონერ ლიდერს: "მე იმდენად არ ვყოფილვარ ამაში ჩართული. თუმცა, ვიქტორი კარგი ადამიანია." - დაამატა მან.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არჩეული პრემიერმინისტრი, პეტერ მადიარი, ორბანის პარტიის ყოფილი წევრია და მას იმიგრაციაზე ანალოგიური შეხედულებები აქვს: "ვფიქრობ, ის კარგი იქნება." - ამბობს ტრამპი.




!["შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/vhg.png.jpg?itok=1F6sryRI)
