ომი ახლო აღმოსავლეთში

"მოიკრიბეთ დაგვიანებული გამბედაობა, მიდით სრუტესთან და უბრალოდ აიღეთ" - ტრამპი

ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გამო საავიაციო საწვავს ვერ იღებს - მაგალითად, გაერთიანებული სამეფო, რომელმაც უარი თქვა ირანის თავის მოკვეთაში მონაწილეობაზე, თქვენთვის რჩევა მაქვს:

პირველი - იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ საკმარისი გვაქვს;

და მეორე -მოიკრიბეთ დაგვიანებული გამბედაობა, მიდით სრუტესთან და უბრალოდ აიღეთ.

უნდა ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა - აშშ აღარ იქნება იქ, რომ დაგეხმაროთ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ არ იყავით ჩვენ გვერდით.

ირანი ფაქტობრივად განადგურებულია. რთული ნაწილი დასრულებულია. წადით და თავად მოიპოვეთ თქვენი ნავთობი!

წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

 
 

კომენტარები