რუსული რეჟიმი

ჰიპერი: ხოშტარიასთვის 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა არაპროპორციულად მიგვაჩნია

კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა არაპროპორციულად მიგვაჩნია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც დემოკრატიული რეპრესიების გაგრძელებას, რომელიც უნდა დასრულდეს.

ეს ოპოზიციის, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ნაწილია, ვინც ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენი გზავნილი ნათელია, ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს.

თქვა ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა. 

კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე "რუსული ოცნების" დაწერის გამო, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები