პატრიარქის გარდაცვალება

ილია II-ის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვიდა.

ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ილია მეორეს, კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო დაძარში დაკრძალავენ

კომენტარები