აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

WP: პენტაგონი ირანში ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან დამატებით $200 მილიარდს ითხოვს

       
  bloomberg  

გამოცემა The Washington Post აშშ-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ პენტაგონმა თეთრ სახლს სთხოვა, ირანში ომის დასაფინანსებლად დაამტკიცოს აშშ-ს კონგრესში 200 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მოთხოვნა.

WP-ს წყაროების ინფრომაციით, ეს თანხა მიზნად ისახავს სასწრაფოდ გაზარდოს იმ კრიტიკული შეიარაღების წარმოება, რომელიც აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად უკვე დაიხარჯა.

გამოცემის წყაროების თქმით, ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, რამხელა თანხას მოითხოვს თეთრი სახლი, რადგან ზოგ მაღალჩინოსანს მიაჩნია, რომ პენტაგონის მოთხოვნას არ აქვს რეალისტური შანსი, კონგრესში დამტკიცდეს. The Washington Post-ის მიხედვით, რესპუბლიკელები ამუშავებენ საჭირო ბარიერების გადალახვის სამართლებლივ სტრატეგიებს.

აშშ-ს ირანში სამხედრო ოპერაცია პირველ კვირაში $11 მილიარდზე მეტი დაუჯდა.

 
 
 

კომენტარები