აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

CENTCOM: აშშ-მ ჰორმუზის სრუტესთან ირანის სარაკეტო ობიექტები დაბომბა

   
   

აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) X-ზე წერს, რომ აშშ-ს ძალებმა 2300-კილოგრამიანი ბუნკერსაწინააღმდეგოს გამოყენებით ჰორმუზის სრუტის მახლობლად მდებარე ირანის სარაკეტო ობიექტები დაბომბა.

"რამდენიმე საათის წინ, აშშ-ის ძალებმა წარმატებით გამოიყენეს რამდენიმე 5,000-ფუნტიანი [დაახლოებით 2300-კილოგრამიანი] ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები გამაგრებული ირანული სარაკეტო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მდებარეობს ირანის სანაპიროზე, ჰორმუზის სრუტის მახლობლად. ამ ობიექტებზე განთავსებული ირანის საზღვაო-საწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლას სრუტეში," - წერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა.

 

კომენტარები