"დღეს უკვე ნათელია, რომ აღარ არსებობს შავ-თეთრი პოლიტიკური სამყარო, გახუნდა მექანიკური იარლიყები - პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსულობა და ანტირუსობა, სხვასთან მიმართებაში დანახული ყოველგვარი პრო და ანტი. დღეს არსებობს მხოლოდ ერთი განმსაზღვრელი საზომი - პროქართული და ანტიქართული.
ქართულის გარდა ყველა პრო ორინეტაცია საბოლოო ჯამში, არაქართულია რადგან ის ქვეყნის პოლიტიკას საკუთარ ეროვნულ ინტერსს აშორებს და სხვისი მიზნების ინსტრუმენტად აქცევს და ეს უნდა ითქვას ღიად, ნათლად და გადაწყვეტით, ჩვენი ქევყნის მართვის საკითხებში არ არსებობს პროევროპულობა და ანტიევროპულობა, პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსულობა და ანტირუსობა, არსებობს მხოლოდ ქართულობა და ანტიქართულობა.
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი
პაპუაშვილი: ქევყნის მართვაში არ არსებობს პროევროპულობა-ანტიევროპულობა, პრორუსობა-ანტირუსობა





