აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

Iranintl: ისრაელმა თეირანში გამშვებ პუნქტებსა და პოლიციის შტაბ-ბინებს დაარტყა

Iran International / X

16 მარტს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ისრაელმა თეირანში, შირაზსა და თავრიზში საჰაერო იერიშების ახალი, "მასშტაბური" ტალღა წამოიწყო.

პარალელურად, ოპოზიციური ინგლისურენოვანი ირანული მედია, Iran International წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანში ისრაელის საჰაერო ძალებმა პოლიციის შენობებსა და ქალაქის ქუჩებში გამშვებ პუნქტებს დაარტყა, რასაც ისლამური რეჟიმი ხალხის კონტროლისა და შიდა რეპრესიებისთვის იყენებს. 

გამოცემის მიერ მოპოვებული ვიდეოებისა და სურათების მიხედვით, 15 მარტს ისრაელმა თეირანსა და შირაზში პოლიციის შტაბ-ბინებს დაარტყა და გაანადგურა. 

ამასთანავე, Iran International-ის ინფორმაციით, 15 მარტის ღამის საათებში იერიშები მიიტანეს ხიდის ქვეშ მდებარე რამდენიმე გამშვებ პუნქტზეც.

გავრცელებული ცნობებით, ორშაბათს, 16 მარტს, აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანის აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთის ნაწილებშიც. 

კომენტარები