აპრილში დაგეგმილ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, 15 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ქვეყნის დედაქალაქში მასობრივი დემონსტრაციები გამართეს.
ოპოზიციონერმა ლიდერმა, პეტერ მადიარმა, საკუთარი პარტია Tisza-ს 100 000-ზე მეტ მხარდამჭერს ბუდაპეშტის გმირთა მოედანზე მიმართა და პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი "არჩევნებში ჩარევის" მიზნით "რუსი აგენტების მოწვევაში" დაადანაშაულა.
"ჩვენი სამშობლო დასავლეთის, ევროპული საზოგადოებისა და NATO-ს ნაწილია." - თქვა მადიარმა.
ამასთან, დემონსტრაციაზე ისმოდა მადიარის მხარდამჭერების შეძახილიც: "რუსეთო სახლში წადი!"
პარალელურად, ოპოზიციის დემონსტრაციამდე რამდენიმე საათით ადრე მმართველი პარტიის ორგანიზებით ჩატარდა ე.წ. "მშვიდობის მარში," რომელიც პარლამენტის შენობასთან დასრულდა.
მთავრობის ათეულობით ათასი მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ორბანმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს უნგრეთზე "თავდასხმები," ხოლო მარშამდე ერთი დღით ადრე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ორბანმა განაცხადა, რომ "უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება".





