ლელოს წევრის, ირაკლი კუპრაძის შეფასებით, ქართული ოცნება "ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით". კუპრაძე ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ეხმაურება.
"არ აქვს სალაპარაკო ლელოსთან" - თქვა ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა პაპუაშვილმა. ქართული ოცნება ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით...
რეჟიმს მოუწევს დიალოგის და მოლაპარაკების დაწყება საქართველოს მოსახლეობასთან და პოლიტიკურ ძალებთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა...
ლელოს ეს განცხადება პაპუაშვილისთვის არ გაუკეთებია, ჩვენი განცხადება არის დოქტრინა - როგორ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო პაპუაშვილისნაირებმა შეიყვანეს და დატოვეს დაუცველი საერთაშორისო საფრთხეების წინაშე!" - წერს კუპრაძე.
ცნობისთვის, დღეს, პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ლელოს მათთან და მათ ლელოსთან სალაპარაკო არაფერი აქვთ.
"ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და ელაპარაკონ მათმა ზოგიერთმა წევრმა სისხლოს სამართლოს სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. ასე რომ, ეს არის მთავარი პრობლემა. პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები." - თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 მარტს, ლელო ძლიერი საქართველოს ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აუციელებელია, დაიწყოს მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.





