ევროკავშირი-საქართველო

კალასი: საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი გზით, განვიხილავთ, სხვა რის გაკეთება შეგვიძლია

ჩვენ ვმსჯელობთ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და, რა თქმა უნდა, ვითარება უფრო სერიოზულ სახეს იღებს. ამიტომაა, რომ ჩვენ 6 მარტიდან დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვა შემოვიღეთ, მაგრამ განვიხილავთ, კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებით.

განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.

ცნობისთვის, 6 მარტიდან ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას შეაჩერა.

კომენტარები