პროირანული ძალები საქართველოში

მარნეულის მეჩეთში ანტიისრაელური და ანტიამერიკული ქადაგება გრძელდება – ახუნდმა ოცნება შეაქო

Facebook

მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ალ ყუდსის დღესთან დაკავშირებით ახუნდმა რასიმ მამედოვმა, რომელიც ასევე ფონიჭალის მეჩეთ "აჰლი ბეითის" ხელმძღვანელია, ქადაგება წარმოთქვა და განაცხადა, რომ ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი, "მუსლიმებს ეკუთვნის".

ქადაგების დროს მეჩეთში ასევე გამოტანილი იყო პროპაგანდისტული პოსტერი, წარწერით "შეწყვიტეთ ბავშვების მკვლელობა!", რომელზეც ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლში გასვრილი ხელებით არიან გამოსახულნი.

ალ ყუდსის (იერუსალიმის) დღე ყოველწლიური, ანტიისრაელური ღონისძიებაა, რომელიც 1979 წელს რუჰოლა ხომეინის მიერ რიტუალად დამკვიდრების შემდეგ ყოველი რამადანის ბოლო პარასკევს იმართება.

13 მარტს წარმოთქმული ქადაგებისას რასიმ მამედოვმა მუსლიმების მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია შეაქო და აღნიშნა, რომ "საქართველოს მთავრობამ რთულ დროს მუსლიმებს სოლიდარობა გამოუცხადა" და ირანს "მილოცვაც კი გაუგზავნა ახალი უზენაესი ლიდერის არჩევის შემდეგ".

კომენტარები