აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკა ფლობს იმ ადამიანების ჩანაწერებს, რომლებმაც ირანში 32 000-მდე დემონსტრანტის მოკვლაში მიიღეს მონაწილეობა.
ტრამპის თქმით, რეჟიმის აღნიშნულ ძალასთან გამკლავება დემონსტრანტებისთვის "დიდი დაბრკოლებაა," თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ როცა ყველაფერი დასრულდება ამ პირებს "დიდი პრობლემები შეექმნებათ."
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გასამხედროებულ მოხალისეობრივ დაჯგუფება "ბასიჯის" მიზანში ამოღებაზე კითხვაზე პასუხისას ტრამპმა აღნიშნა, რომ "ეს ძალიან ცუდი ხალხია, რომლებიც ხალხს ესვრიან. პროტესტანტი ხარ და პირდაპირ თავში გესვრიან. ეს ბოროტი ადამიანების დაჯგუფებაა. მათ რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, გამოიყენებდნენ და ოდნავადაც კი არ გაუჭირდებოდათ დაძინება."
"ამ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ქუჩებში დადიან და ტყვიამფრქვევებით ხალხს ესვრიან, ამბობენ, რომ ქუჩებში მოკლავენ ყველას ვინც, გააპროტესტებს. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს უიარაღო ხალხისთვის ძალიან დიდი დაბრკოლებაა გადასალახად. ეს მოხდება, მაგრამ ალბათ მყისიერი არ იქნება. მათ ქუჩებში ჰყავთ პირები, რომლებიც ტყვიამფრქვევებით პროტესტის გამოხატვის სურვილის მქონე ხალხს ესვრიან." - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ აშშ-ს იერიშების შედეგად ირანის რეჟიმის ძალები მომავალში კიდევ უფრო დასუსტდებიან.
პრეზიდენტი ტრამპი ასევე ამბობს, რომ "მათ [ირანს] არმია ფაქტობრივად აღარ ჰყავს, მათ ჰყავთ ბანდიტები, რომლებიც [ქუჩებში] დადიან და როცა მათ დაიჭერენ, ისინი გასამართლდებიან და სიკვდილით დაისჯებიან. ჩვენ მათზე ჩანაწერები გვაქვს. ვიცით, ვინ ვინაა და აჯობებს, იარაღი დაყარონ, მაგრამ ჩვენ ჩანაწერები გვაქვს ამ ხალხის, ალბათ, ყველა მათგანის, რომლებიც გამოდიან და დემონსტრანტებს ესვრიან და მათ დიდი პრობლემა შეექმნებათ, როცა ეს ყველაფერი დასრულდება".





