ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენლები რეჟიმის პატიმრების ნაწილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრის შესახებ კომენტარი ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.
"ამ შეხვედრას 2 მიზანი აქვს - ერთი, ძალიან მოკლედ ჩვენ რომ ვუთხრათ, რის გაკეთებას ვაპირებთ და მეორე, მოვისმინოთ, თვითონ ამ ადამიანებს რა პრობლემები და წუხილები აქვთ და რაში უნდა დავეხმაროთ. ოპოზიციის ალიანსი რესურსებსაც ვაერთიანებთ და თუ რაღაც საკითხებია, რისი მოგვარებაც შეგვიძლია, გვინდა, რომ მათ გვერდში დავუდგეთ". - თქვა ჯაფარიძემ.





