აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ ამერიკულმა ძალებმა ღამის განმავლობაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის დროს ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტს დაარტყეს.
X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სარდლობა აღნიშნავს, რომ ოპერაციის შედეგად განადგურდა საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების საცავები და კუნძულზე მდებარე რამდენიმე სხვა სამხედრო ობიექტი.
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და CENTCOM-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ასევე ჩანს, რომ აშშ-მ ხარგის კუნძულზე მდებარე ავიაბაზაზე მიიტანა იერიში:





