ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი ირანს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"მოძრაობა ადასტურებს ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, ამ აგრესიას საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით უპასუხოს, თუმცა ჩვენს ძმებს ირანში მოუწოდებს, მეზობელი ქვეყნების მიზანში ამოღებისგან თავი შეიკავონ" - ნათქვამია ჰამასის განცხადებაში.





