მცირე ხნის წინ, ჩემი ბრძანებით, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ შეასრულა ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი დაბომბვის რეიდები ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში და აბსოლუტურად გაანადგურა ირანის გვირგვინის ბრილიანტის, კუნძული ხარგის, ყველა სამხედრო სამიზნე. ჩვენი შეიარაღება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და განვითარებულია, კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, არ გაგვენადგურებინა კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურა. თუმცა, ირანმა, ან ნებისმიერმა სხვამ, ხელი რომ შეუშალოს ხომალდების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, დაუყოვნებლივ გადავიფიქრებ ჩემს გადაწყვეტილებას.
ჩემი პირველი ვადის დროს, და ამჟამად, მე ხელახლა ავაშენე ჩვენი ჯარი ყველაზე მომაკვდინებელ, ძლევამოსილ, ეფექტიან ძალად, ჯერჯერობით, მთელ მსოფლიოში. ირანს არანაირი უნარი აქვს დაიცვას ის, რასაც ჩვენ გვინდა თავს დავესხათ - ისინი ამასთან დაკავშირებით ვერაფერს იღონებენ! ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი, არც შესაძლებლობა საფრთხე შეუქმნას ამერიკის შეერთებულ შტატებს, ახლო აღმოსავლეთს, ან მსოფლიოს! ირანის არმია და სხვები, ვინ ამ ტერორისტულ რეჟიმთანაა დაკავშირებული, სიბრძნეს გამოიჩენენ თუ იარაღს დაყრიან და გადაარჩენენ იმას, რაც მათი ქვეყნისგან დარჩა, რაც არც ისე ბევრია!





