აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

IDF: ირანში ისრაელმა იარაღის საწარმოებსა და რეჟიმის ორგანოების შტაბ-ბინებს დაარტყა

მაკდონელ დუგლასი F-15I ღაზის სექტორში იერიშების მისატანად ფრინდება, 11 ოქტომბერი, 2023
IAF

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ გუშინ, 12 მარტს, საჰაერო იერიშების შედეგად ისრაელმა თეირანში, შირაზსა და აჰვაზში ირანის რეჟიმის რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების საწარმოო და სასაწყობე მიწისქვეშა ობიექტსაც. 

არმიის ცნობით, შირაზში მდებარე მიწისქვეშა ობიექტს ირანი ბალისტიკური რაკეტების წარმოებისა და შენახვის მიზნით იყენებდა, რომელთა გაშვებასაც "ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით აპირებდნენ."

IDF-ის განცხადებით, თეირანში მათ ასევე დაარტყეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის რამდენიმე ობიექტს, მათ შორის, "მთავარ ბაზასა" და სხვა ობიექტებსაც, რომლებსაც ირანი სხვადასხვა ტიპის იარაღის წარმოებისთვის იყენებდა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ბალისტიკური რაკეტების ნაწილებისთვის. 

ხოლო აჰვაზში, ისრაელის არმიის მიხედვით, იერიშები მიიტანეს ირანის რეჟიმის ორგანოების სხვადასხვა შტაბ-ბინაზე, მათ შორის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალებსა და ირანის შიდა უსაფრთხოების ძალებზეც. 

კომენტარები