აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

CENTCOM: ერაყში ჩამოვარდნილი ამერიკული KC-135-ის ეკიპაჟის ოთხი წევრი გარდაცვლილი იპოვეს

Zachary Rufus/Air Force

განახლება: აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ ჩამოვარდნილი საწვავგამმართველი თვითმფრინავის ეკიპაჟზე მყოფი ექვსივე ადამიანის სიკვდილი დაადასტურა.

აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ერაყში ჩამოვარდნილი ამერიკული KC-135-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟის ოთხი წევრი გარდაცვლილი იპოვეს.

სარდლობის განცხადებით, ამერიკული სტრატოტანკერი, რომლის დანიშნულებაც ჰაერში აშშ-ს სხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავების საწვავით მომარაგებაა, დასავლეთ ერაყში ვაშინგტონის დროით 12 მარტის 14:00 საათზე ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დასტურდება ეკიპაჟის ოთხი წევრის დაღუპვა, ხოლო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ამასთან, ცენტრალური სარდლობა აღნიშნავს, რომ ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, CENTCOM განმარტავს, რომ სამხედრო თვითმფრინავი მტრული ან მეგობრული ცეცხლის შედეგად არ ჩამოვარდნილა.

წესისამებრ, სარდლობა სამხედრო მოსამსახურეების ვინაობას 24 საათის განმავლობაში არ გაასაჯაროებს, სანამ გარდაცვლილთა ოჯახებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინებენ.

კომენტარები