საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი დებატებზე: დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი

გუშინ რაც მოვისმინეთ, შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო გამეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის, სხვას ამას ჩვენ ვერაფერს ვერ დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი.

ინტონაციითაც, ტონალობითაც, ვისაც ახსოვთ, გაახსენდებოდათ 1989 წლის მოსკოვში გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც ქართველებს გვლანძღავდნენ, გვთათხავდნენ სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკებიდან წარმოდგენილი დეპუტატები, აი ეს ვნახეთ ჩვენ გუშინ. [...]

ეს არის რაც მივიღეთ, ჩვენ გვინდოდა ევროკავშირი და ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, მივიღეთ - საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად მიდის საბჭოთა კავშირის ისტორიაში უკანაც. ჯერ გორბაჩოვის და "პერესტროიკის" დონეზე არიან, მაგრამ ვატყობთ, რომ ტენდენცია იქითაა, რომ სულ უკან-უკან წავლენ, ბრეჟნევსიკენ სავარადუოდ. [...]

რაც შეეხება ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს არის სამარცხვინო, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და როდესაც მოძალადის გაგმირებას ცდილობენ.

- თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმაევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე.

კომენტარები