ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

არ ვართ თემური წყობილება, რომ მოვნახოთ საერთო ენა – პაპუაშვილი დიალოგისკენ მოწოდებაზე

შალვა პაპუაშვილი

ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მხრიდან ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის დიალოგისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის ფორმატი პარტლამენტია და თუ მიიღებენ შესაბამის მანდატს მომავალ არჩევნებში საპარლამენტო ფორმატში დიალოგი იქნება. 

ჟურნალისტმა პაპუაშვილს უთხრა, რომ ოპოზიციის არგუმენტია ქათული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს.

ივანიშვილის წარმომადგენელი ამბობს, რომ რადგან ოპოზიციამ "რადიკალიზმი აირჩია ვერ ისაგებლებს დემოკრატიის სიკეთეებით.

"მიზანი არის არა დიალოგი, მიზანია კონსტიტუციურ ჩარჩოებში ქვეყნის მართვა, მართვაში მონაწილეობა თუკი ადამიანს აქვს ამის მანდატი. საჭორაო ბიურო ხომ არ არის, რომ რაღაც საუბარზე იყოს საუბარი, რაღაც მიზანი უნდა ჰქონდეს ამ დიალოგს. დიალოგის მიზანი არის პარტიებს შორის, რომ ის ვისაც აქვს ხალხის მანდატი პარლამენტის ფორმატში ჰქონდეთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიიღონ კანონები და ა.შ.

ჩვენ ხომ არ ვართ პირველყოფილი თემური წყობილება, რომ სხვადასხვა ჯგუფებმა მონახონ საერთო ენა, იმისთვის რომ არ იყოს ომი. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელწმიფო, რომელსაც აქვს კონსტიტუციური ჩარჩო და ყველამ უნდა იმოქმედოს ამ ჩარჩოში. [...]

დემოკრატიის ჩარჩო როგორც მოქმედებს ყველა სხვა ქვეყანაში, ისე მოქმედებს ჩვენთან, სადაც არიან ტერორისტები, ეპყრობიან მათ როგორც ტერორისტებს, სადაც არიან რადიკალები იქ არიან რადიკალები. ყველას თავისი ნიშა აქვს. არიან რადიკალები, ექსტრემისტები, არავინ არცერთ ქვეყანაში არ ითხოვს, რომ ერთმანეთში იყოს აზელილი დემოკრატიული და არადემოკრატიული ძალები. ამიტომ ყველაფერს სინამდვილეში კონსტიტუცია ალაგებს და ყველას უჩენს თავის ადგილს.

ვინც თავს იყენებს დემოკრატიის მიღმა, რჩება დემოკრატიული პროცესების მიღმა; ვინც არის დემოკრატიის მტერი, ვერ ისარგებლებს დემოკრატიის სიკეთეებით, ეს არის მარტივი ფორმულა თავდაცვითი დემოკრატიისა. [...]

რა არის ინდიკატორები, მათ შორის იმისა თუ ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა როგორია: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, სტაბილური განვითარება, კრიმინალური მდგომარეობა ა.შ. ყევლა ამ მონაცმებით საქართველო არათუ კარგად გამოიყურება, არამედ რეგიონში და რიგ შემთხვევაში, მთლიანად ევროპაში არის მოწინავე პოზიციაზე, რაც აჩვენებს, რომ ძალაიან ჯანსაღად მიდის სინამდვილეში. რადიკალები ყოველთვის იქნებიან, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ უმცირესობას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ უმრავლესობას უკარნახოს თავის წესები.

ეს არის ექსტრემიზმი, სწორედ ესაა, რაც უნდათ ზოგიერთ ჯგუფს, რომ აქ ჩამოყალიბდეს რაღაც აპარტეიდი, სადაც უმცირესობამ უნდა მართოს უმრავლესობა. ასეთ რამეს ვერავინ ვერ დაუშვებს, ჩვენი ხელისუფლება მითუმეტეს.

არსებობს არჩევნები, არჩვნებმა თავისი სიტყვა თქვა, მათ ჰქონდათ თავისი მანდატი, 49 მანდატი არის გაუქმებული, რომელიც ჩახსნეს, შეეძლოთ ყოფილიყვნენ დემოკრატიის მონაწილეები, მათ აირჩიეს რადიკალიზმი". - თქვა პაპუაშვილმა. 

11 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ვიზიტის მიზანი დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

"მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება". - თქვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.

კომენტარები