აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

CENTCOM: ჰორმუზის სრუტეში 16 ირანული დამნაღმველი გემი გავანადგურეთ

აშშ-ს ავიამზიდი USS George H.W. Bush
აშშ-ს საზღვაო ძალები

აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ 10 მარტს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს 16 ირანული დამნაღმველი გემი გაანადგურა.

"აშშ-ს ძალებმა 10 მარტს გაანადგურეს რამდენიმე ირანული სამხედრო-საზღვაო ხომალდი, მათ შორის 16 დამნაღმველი ჰორმუზის სრუტესთან ახლოს" - დაწერა აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე.

მანამდე, CNN-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ ირანის რეჟიმმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნედლი ნავთობის თითქმის მეხუთედის გადაზიდვა ხდება.

კომენტარები