აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

CENTCOM: ირანის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში მიღებული დაზიანებებით აშშ-ს მე-7 სამხედრო დაიღუპა

კვამლი ერ-რიადში ირანული იერიშის შემდეგ, 5 მარტი
Stringers/Reuters

აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გამოაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მიყენებული დაზიანებების შედეგად გასულ ღამეს მე-7 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. 

ამის შესახებ CENTCOM-მა X-ზე დაწერა.

"გასულ ღამეს ახლო აღმოსავლეთში ირანის რეჟიმის თავდაპირველი იერიშების დროს მიღებული დაზიანებებით ამერიკელი სამხედრო გარდაიცვალა. სამხედრო საუდის არაბეთის სამეფოში 1 მარტს ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმის ადგილზე სერიოზულად დაშავდა.

ეს არის მეშვიდე სამხედრო, რომელიც ოპერაციის, "ეპიკური რისხვის" დროს საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. მსხვილი საბრძოლო ოპერაციები გრძელდება. დაღუპული მეომრის ვინაობა არ გასაჯაროვდება უახლოესი ნათესავისთვის შეტყობინებიდან 24 საათის გასვლამდე". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები