უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, პუტინმა სიიარტოსთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა განიხილა.
ასევე რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ მოსკოვსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები ვითარდება, სტაბილურია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი საიმედო ენერგომიმწოდებლად რჩება.





