აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, თეირანთან საიდუმლო ბირთვული ობიექტი გაანადგურეს

ისრაელის თვითმფრინავი
69-ე ესკადრილიის F-15-ები

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ამბობენ, რომ დღეს, 3 მარტის იერიშების დროს გაანადგურეს ირაის საიდუმლო ბირთვული ობიექტი, რომელიც თეირანის მიმდებარედ მდებარეობდა.

IDF-ის სპიკერმა, ბიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა თქვა, რომ ნახევრად მიწისქვეშ მდებარე ობიექტზე, სახელად "მინზადეჰეიზე", მუშაობდნენ ბირთვული მეცნიერები, რომლებიც "საიდუმლოდ მუშაობდნენ ბირთვული იარაღისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნაზე".

როგორც IDF-ში ამბობენ, 2025 წლის ივნისის 12-დღიანი ომის შემდეგ ირანს სამხედრო ბირთვული აქტიურობა არ შეუწყვეტია.

3 მარტს ირანმა ისრაელზე, ასევე მეზობელ ქვეყნებზე, კიდევ ერთხელ მიიტანა იერიშები. თავდასხმას ისრაელის პასუხიც მოჰყვა. სხვადასხვა სამიზნეების გარდა ისრაელმა დაარტყა თეირანის მეჰრაბადის აეროპორტის ტერიტორიას. 

კომენტარები