აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

წილოსანი ირანზე: მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი

მკვლელის მკვლელი ასევე არის კონკრეტული დეფინიცია სამართლებრივად, ანუ არ გადავდივარ უფრო დიდ მასშტაბზე. ელემენტარულად, ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი. ამიტომ, თქვენ რომ მიესალმებით ამ ყველაფერს, ეს ნამდვილად შემაშფოთებელია. სამძიმართან დაკავშირებით იხილეთ მთავრობის განცხადება, სადაც ყველა იმ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით არის სამძიმარი გამოთქმული.

როდესაც ირანი ამ რეგიონის ამხელა მნიშვნელობის აქტორია, წარმოუდგენელია, თქვენსავით ვინმეს უხაროდეს იქ დესტაბილიზაცია.

უთხრა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტს.

ივანიშვილის მთავრობა აშშ-ისრაელის ირანზე დარტყმებს და საპასუხო იერიშებს ეხმაურება და სამძიმარს უცხადებს როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ისე ისრაელს. ასევე, "სრულ სოლიდარობას" უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს და "გამოთქვამს იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა."

კომენტარები