ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ადასტურებენ, რომ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე საპასუხო იერიშების მიტანა დაიწყეს მას შემდეგ, რაც პროირანულმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა.
აქამდე ჰეზბოლამ სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო. მათ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ეს იყო პასუხი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილზე.
IDF-ში ამბობენ, რომ "ჰეზბოლა ლიბანის სახელმწიფოს ანადგურებს" და "ესკალაციის პასუხისმგებლობა მათ კისერზეა". სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, იერიშების სამიზნე გახდა ლიბანის დედაქალაქის, ბეირუთის სამხრეთის უბნები.
ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის გასული წლის ოპერაციების შემდეგ დასუსტებული იყო, არ შეუერთდა ირანსა და ისრაელის 2025 წლის ივნისის 11-დღიან ომს. მათ 2024 წლის ნოემბრის ზავის შემდეგ ისრაელის მიმართულებით რაკეტები აქამდე აღარ უსვრიათ.
ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ნასროლი რაკეტებიდან ერთი უვნებელყო. IDF-ის ცნობით, დანარჩენი რაკეტები დაუსახლებელ, გაშლილ სივრცეებში ჩამოვარდა.
პარალელურად, ისრაელმა თეირანზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანა.
გასული თვეების განმავლობაში ისრაელს ჰეზბოლას სამიზნეებზე იერიშები პერიოდულად მიჰქონდა. დაჯგუფება ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს.





