სპეცოპერაცია ბათუმში

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სპეცოპერაცია ბათუმში
აჭარა თაიმსი

ინფორმაცია თავდაპირველად ბათუმელებმა გაავრცელა. მათივე პირველადი ინფორმაციით, სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს. 

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, საგამოძიებო მოქმედებების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გააკეთებენ.

უწყების ცნობით, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ განცხადებას გაავრცელებენ. 

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

კომენტარები