კობახიძის განათლების რეფორმა

ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია KIU-ს პროგრამების სიიდან ამოიღეს

ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამა სიიდან ამოიღეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აღნიშნულ ფაკულტეტზე 20 სტუდენტი უნდა მიეღო, თუმცა ივანიშვილის მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილ პროგრამების სიაში აღარ გვხვდება.

როგორც ტაბულას განათლების სამინისტროში უთხრეს ფაკულტეტის ამოღების გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიიღო. 

ზემოთაღნიშნული მიმართულება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მისაღები კვოტების შესახებ გახდა ცნობილი.

მაშინ, როცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 92%-ით ნაკლებ სტუდენტს მიიღებს, სიიდან ამოღებამდე ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის შესწავლა ივანიშვილის უნივერსიტეტში 20 სტუდენტს შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ ამ მიმართულების ცენტრალური ფიგურა "ასტროლინგვისტი" ალიკო ცინცაძეა. მისი თეორიები არა მხოლოდ მეცნიერულ ჩარჩოებს სცდება, არამედ ღია ანტისემიტურ ნარატივს ეფუძნება. ცინცაძე ამტკიცებს, რომ ბიბლია ებრაელებმა "თავის თავზე მოირგეს" და მისი "გასწორების" დრო დადგა. 

კომენტარები