აშშ-ში კუბის საელჩოს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ში რეგისტრირებულ სწრაფმავალ ნავზე მყოფი ოთხი მამაკაცი კუბის წყლებში უკანონოდ შეჭრის შემდეგ კუბის სანაპირო დაცვასთან შეტაკებას ემსხვერპლა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ში რეგისტრირებული გემი ქვეყნის ცენტრალურ პროვინცია ვილა კლარაში, კაიო ფალკონესის მახლობლად აღმოაჩინეს.
კუბის შსს აღნიშნავს, რომ როდესაც ქვეყნის აკვატორიაში შემოჭრილ ნავს სასაზღვრო დაცვის ხუთი წევრისგან შემდგარი კუბური ნავი იდენტიფიკაციის მიზნით მიუახლოვდა "ნავის ეკიპაჟმა ცეცხლი გახსნა", რის შედეგადაც კუბელი მეთაური დაიჭრა.
"დაპირისპირების შედეგად, ამ მომენტისთვის, უცხოურ გემზე მყოფი ოთხი აგრესორი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა" - ნათქვამია განცხადებაში. დაჭრილები სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
გემზე მყოფ პირთა ვინაობა ან ის, თუ რას აკეთებდა ის აღნიშნულ ტერიტორიაზე, უცნობია. კუბის მთავრობის განცხადებით, შემთხვევის შესახებ გამოძიება შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს.





