ვენესუელაში აშშ-ს მიერ ქვეყნის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის დროს დაღუპული 32 კუბელი ჯარისკაცისა და უსაფრთხოების პერსონალის ცხედრები კუბაში ოფიციალური სამხედრო ცერემონიებისა და დაკრძალვისთვის გადაასვენეს.
გარდაცვლილი კუბელი ჯარისკაცების დიდი ნაწილი მადუროს დაცვის ოფიცრებად მუშაობდნენ.
ჯარისკაცების ცხედრები სამხედრო პატივით მიიღეს და ჰავანაში შეიარაღებული ძალების სამინისტროში გადაასვენეს, სადაც საზოგადოებას მათთვის პატივის მიგება შეეძლება.




