სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სმოლენსკის ოლქში აზოტოვანი სასუქის ქარხანაზე იერიში მიიტანეს. რეგიონის, გუბერნატორის, ვასილი ანოხინის თქმით, შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა და 10 დაშავდა.
ანოხინის თქმით, იერიშის სამინზე იყო სსს დოროგობუჟი, რომელიც კომპანია აკრონის საკუთრებაა. ეს კომპანია ქიმიურ პროდუქციას აწარმოებს.
სმოლენსკის ოლქის ხელმძღვანელის თქმით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციას განიხილავენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებაში ირწმუნებოდა, რომ სმოლენსკის თავზე 14 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.





