ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლს ანგრევენ

ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლს ანგრევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

"აჭარის მთავრობის ინიციატივითა და იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული ქორწინების სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს.

შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიღებულია ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად და მაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც წლების განმავლობაში ბათუმელების მხრიდან აქტიურად გამოიხატებოდა.

ქორწინების სახლი თავისი მოცულობითა და განლაგებით ზღუდავდა ბულვარის მთავარი შესასვლელის სივრცით აღქმას, ასევე, ამორტიზებული შენობა-ნაგებობა არ შეესაბამებოდა შესაბამის სტანდარტებს, რის საფუძველზეც იგი განაშენიანების გეგმით განსაზღვრულ სადემონტაჟო ობიექტთა ნუსხაში შეიტანეს". - წერია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ბათუმის იუსტიციის სახლი ახალ კონცეფციას შეიმუშავებს და ქორწინების სახლი ახალ ბულვარში ალტერნატიულ ლოკაციაზე აშენდება.

კომენტარები