ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა

ახალშობილი შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ სანიტარს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურა

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელსაც ბრალად ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.

გამოძიება თავდაპირველად ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა, ცოტა ხნის წინ პროკურატურის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სანიტარს ბრალი სსკ-ს 19.112-ე მუხლით წარედგინა (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა). მუხლი ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

"ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა. ახალშობილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული" - აცხადებს პროკურატურა.

ახალშობილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. 24 თებერვალს მედინას დირექტორმა თქვა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა "შედარებით გაუმჯობესდა“.

კომენტარები