სანქციები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

მაჭავარიანი: გამოდის, რომ ისინი ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ

რა თქმა უნდა, ეს არის თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობა. სამწუხაროდ, TV იმედის შემთხვევაში ეს პირველი მცდელობა არაა - ჩვენ ვიხილეთ, 2007 წელს, ეს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, მიხეილ სააკაშვილის ხელით, როგორ ცდილობდა TV იმედის გაჩუმებას. ეს ამ ყველაფრის გაგრძელებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, არც TV იმედი და არც POSTV ამის შედეგად სიმართლის საუბარს არ გააჩერებენ და ისინი გაორმაგებული ძალებით შეეცდებიან, რომ ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული ამყოფოს [...]

გამოდის, რომ ისინი ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ, რაც ყოვლად მიუღებელია და არის ჩვეულებრივი რაღაც ფაშისტური მიდგომა. თუმცა, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში ეს ყველაფერი მოულოდნელი არაა, რადგან მათ მართული მედია სჭირდებათ, რომელიც იმ ნარატივს გაატარებს, რაც თავად აწყობთ. 

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მაჭავაიანმა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა.

კომენტარები