ივანიშვილის მერი, კახა კალაძე გაერთიანებული სამეფოს მიერ სამთავრობო მედიების, TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირების საკითხს გამოეხმაურა.
"ჩემთვის არაფერს ნიშნავს, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას არა [...] წარმოუდგენელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს [...] ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულება. რომ ჩავიდეთ და ვიკითხოთ, რომ აი, ძირეულად, რა არის აბა პრობლემა, რატომ ეს ტელევიზიები? - პასუხი და არგუმენტები არ არსებობს". - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ცნობისთვის, 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა.





