აშშ-ირანის დაპირისპირება

Axios: აშშ და ირანი ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვას 26 თებერვალს გეგმავენ

უიტკოფი და კუშნერი მაიამის საერთაშორისო აეროპორტში
Kevin Dietsch/Getty Images

გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ-ს წარმომადგენლები 26 თებერვალს ჟენევაში ირანის დელეგაციასთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ.

თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ მანამდე განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან მომდევნო შეხვედრას, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამართავდა და დაამატა, რომ ჯერ კიდევ რჩებოდა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დიპლომატიური გამოსავლის პოვნის "კარგი შანსი".

ამასთანავე, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა Axios-ს განუცხადეს, რომ ეს დიპლომატიური ძალისხმევა, დიდი ალბათობით, ბოლო შანსია, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი თეირანს მისცემს, სანამ აშშ ხამენეის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს. 

კომენტარები