რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფიცო უკრაინას საგანგებო დანიშნულების ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერებით ემუქრება

რობერტ ფიცო  
 Alexandros Michailidis / shutterstock

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო უკრაინას საგანგებო დანიშნულების ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერებით ემუქრება, თუ ისინი 23 თებერვლამდე "დრუჟბას" მილსადენით სლოვაკეთისთვის ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენენ. 

"თუ უკრაინის პრეზიდენტი ორშაბათს (23 თებერვალს) სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებას არ განაახლებს, იმავე დღეს მე შესაბამის სლოვაკურ კომპანიებს მოვუწოდებ, რომ უკრაინისთვის საგანგებო დანიშნულების ელექტროენერგიის მიწოდება შეაჩერონ". - წერს ფიცო X-ზე.

27 იანვარს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული დრონის შეტევის შედეგად, "დრუჟბას" მილსადენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება შეწყდა. ეს მილსადენი სლოვაკეთსა და უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა.

კომენტარები