კრიმინალი

ერთ-ერთი სოფლიდან მიკროავტობუსი მოიპარა - გორში 1 პირი დააკავეს (VIDEO)

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული გ.ც. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან სხვისი კუთვნილი მიკროავტობუსი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გ.ც. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ მოპარული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები