შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1985 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, 1989 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბრალდებული პოლიციაში მომხდარიდან მეორე დღეს თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა". - წერს შსს.
სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





