რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ვაგნერი ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს – კოლსი

   
   

ლათვიელი ევროპარლამენტარის, რიჰარდს კოლსის თქმით, მან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩართო მოწოდება, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

"რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, ერთ რამ დაგვიანებულია: ვაგნერი ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს.

ვაგნერი არასოდეს ყოფილა და დღემდე არაა “კერძო სამხედრო კომპანია.” ის არის კრემლის ინსტრუმენტი ორგანიზებული ძალადობისათვის - წამება, დახვრეტები, სექსუალური ძალადობა, დესტაბილიზაცია უკრაინიდან აფრიკამდე.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მეოთხე წლისთავის აღსანიშნავი რეზოლუციის განხილვის დროს, კოლეგების მხარდაჭერით, მოვახერხე ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოწოდების ჩართვა, რომ ვაგნერი და მისი მემკვიდრე სუბიექტები ევროკავშირში ტერორიზმის წესების ქვეშ განიხილებოდნენ," - წერს კოლსი X-ზე

კოლსის თქმით, რეზოლუციაზე ხმის მიცემა შემდეგ კვირას გაიმართება.

 

კომენტარები