აგრესორისთვის რაიმეს დათმობა დიდი შეცდომაა. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, ჯერ კიდევ 2014 წელს და უფრო ადრეც - საქართველოში შეჭრისა და მისი ნაწილების ოკუპაციის დროს. კიდევ უფრო ადრეც, ჩეჩნეთის ოკუპაციისას, როცა ყველაფერი გაანადგურეს და მილიონი მსხვერპლი იყო - მოკლული და დაჭრილი.
ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. სწორედ ამიტომ, ახლა არ მინდა ვიყო პრეზიდენტი, რომელიც თავისი წინამორბედების ან სხვების შეცდომებს გაიმეორებს. მე მხოლოდ უკრაინაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებზე, რომლებმაც ისეთ აგრესიულ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, თავიანთ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს.
იმის გამო, რომ პუტინის შეჩერება კოცნითა და ყვავილებით შეუძლებელია, მე ეს არასდროს გამიკეთებია და, მაშასადამე, ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. ყველას მიმართ ჩემი რჩევაა: პუტინთან ამას ნუ იზამთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება პირველი ნაბიჯი და შემდეგ, ხუთ წელიწადში, ის თავის არმიას აღადგენს, სამხედროების რაოდენობას გაზრდის და მისი ჯარი კარგად მომზადებული იქნება, რადგან მან ბევრი მომზადებული ადამიანი დაკარგა. ახლა ის თვეში 30 000-35 000 ადამიანს კარგავს. 21-ე საუკუნეში ამის წარმოდგენა შეგიძლიათ? წარმოგიდგენიათ, რომ ის ყოველთვიურად 35 000-ს კარგავს? არ ვარ დარწმუნებული, რომ მან ეს იცის.





