2026 წელს გარდაცვლილები

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

რობერტ დიუვალი ლეიტენანტ პოლკოვნიკი კილგორის როლში, ფილმი - აპოკალიფსი ახლა  

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა.

მსახიობი 100-ზე მეტ ფილმში მონაწილეობდა. დიუვალმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლები შეასრულა ფილმებში: M*A*S*H, ნათლია და აპოკალიფსი ახლა.

დიუვალმა კარიერა 1960-იან წლებში, ტელევიზიაში დაიწყო. მისი დებიუტი 1962 წელს ბუ რედლის ფილმში - ნუ მოკლავ ჯაფარას - შედგა. 

1984 წელს დიუვალმა ოსკარის ჯილდო მიიღო მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმ Tender Mercies-ში. ის ოსკარზე კიდევ ექვსჯერ იყო ნომინირებული. ამას გარდა, მას კარიერის განმავლობაში ერთხელ გადაეცა BAFTA და ოთხჯერ - ოქროს გლობუსი.

კომენტარები