დღეს ირანის ხალხი მსოფლიოსგან ელოდება იმას, რაც ჩვენ უკრაინაში 24 თებერვალს გვჭირდებოდა, როდესაც რუსეთის [უკრაინაში სრულმასშტაბიანი] შემოჭრა დაიწყო - ერთიანობას, სიმტკიცეს და სისწრაფეს. დიახ, სისწრაფეს - სისწრაფეს მხარდაჭერაში.
ირანის მსგავს რეჟიმებს დრო არ უნდა მიეცეთ. როცა მათ დრო აქვთ, ისინი მხოლოდ უფრო მეტ ადამიანს კლავენ. ისინი დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ - სწორედ ისე, როგორც ეს უნდა მომხდარიყო აიათოლას შემთხვევაში ყველა იმ ომის შემდეგ, რომელიც მისმა რეჟიმმა გააჩაღა და ყველა იმ სიცოცხლის შემდეგ, რომელიც შეიწირა, და ასევე პუტინის შემთხვევაში - საქართველოს ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წლის შემდეგ და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ.





