რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მელანია ტრამპის ინიციატივის ფარგლებში რუსეთიდან უკრაინაში კიდევ რამდენიმე ბავშვი დაბრუნდა

აშშ-ს პირველი ლედი, მელანია ტრამპი

აშშ-ს პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივის ფარგლებში რუსეთიდან უკრაინაში კიდევ რამდენიმე ბავშვი დაბრუნდა. 

"დღეს უკვე მესამე დაბრუნება მოხდა მას შემდეგ, რაც მე ორივე ქვეყანასთან სტრატეგიულად ვმუშაობ. ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ იქნება პროგრესი" – ამბობს პირველი ლედი განცხადებაში. 

უკრაინის "ომის ბავშვების" მონაცემთა ბაზაში ომის დაწყებიდან მოყოლებული რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან 20 000 გატაცებული ბავშვი ფიქსირდება.

თეთრ სახლს არ დაუკონკრეტებია უკრაინაში დაბრუნებული ბავშვების ზუსტი რაოდენობა. 

ამავდროულად, ბავშვების უფლებების რუსეთის კომისარი, მარია ლვოვა-ბელოვამ, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის ძებნილი, აცხადებს, რომ 4-დან 15 წლამდე ხუთი უკრაინელი ბავშვი დაბრუნდა სახლში, ხოლო ერთი უკრაინიდან რუსეთში. 

კომენტარები